ასტეროიდი ,,DA14“ დედამიწას რეკორდულ დისტანციაზე მიუახლოვდა


მედიაში გავრცეებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა დედამიწას ასტეროიდმა ჩაუქროლოს, სიმართლეს არ შეესაბამება.


ასტეროიდი ,,DA14“, რომელიც 2012 წლის 23 თებერვალს აღმოაჩინეს და მიეკუთვნება აპოლონების ჯგუფს, არის 30 მეტრის რადიუსის და დაახლოებით 40 ათას ტონას იწონის.


მოცემული ასტეროიდი 2013 წლის 15 თებერვალს 19:25 საათზე 24 წამის განმავლობაში იმყოფებოდა დედამიწასთან რეკორდულ სიახლოვეს - 27 ათასი კილომეტრის დაშორებით და ზოგიერთ ადგილას მისი დანახვა შესაძლებელი იყო შეუიარაღებელი თვალითაც.

გათვლების მიხედვით, შემდეგ ჯერზე ასტეროიდი დედამიწას მოუახლოვდება 2094 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 4500 კილომეტრის დისტანციაზე.


http://www.newposts.ge/