ბასილ მკალავიშვილი: "წულუკიანი ქვეყნის დაუძინებელი მტერია"


ამ წუთებში რუსთაველზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან "გვარის წინამძღოლთა დარბაზის" აქცია მიმდინარეობს.
მას ბასილ მკალავიშვილი შეუერთდა. ის აქციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქვეყნის დაუძინებელი მტერია, რადგან "ჯერ იყო და ID ბარათებთან დაკავშირებით კანონი მიიღო, შემდეგ მისივე ინიციატივით ანტიდირსკრიმინაციული კანონი შეიქმნა".

ბასილ მკალავიშვილის ამ გამოსვლას აქციის მონაწილეები მქუხარე ტაშით შეეგებნენ.
აქციას ყოველ წუთს უერთდებიან მონაწილეები. მათ პარლამენტის შენობის წინ ჯვარი აღმართეს.
ოფიციალური ნაწილი 13 საათზე დაიწყება და "გვარის წინამძღოლთა დარბაზის" წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ.