დიეტა ცხიმების დასაწვავად – იკლებთ მინიმუმ 4.5 კგ-ს ორ კვირაში



დიეტა შექმნილია ცნობილი დიეტოლოგის ენ ლუის გიტლმენის მიერ, რომელიც დეტოქსიფიკაციის ხარჯზე ცხიმების დაწვასა და სხეულის წონაში კლებას მოიცავს. დიეტა რაციონიდან ამცირებს ნახშირწყლებს. აუმჯობესებს მეტაბოლიზმსა და ორგანიზმიდან არასაჭირო სითხის გამოდევნას.
დიეტის მთავარი არსი ყოველ 3 საათში ჭამაა, რაც ააქტიურებს მეტაბოლიზმს. დეტოქსიფიკაციის ხარჯზე გაწმენდილი ღვიძლი და ლიმფური სისტემა კი ორგანიზმში ცხიმების წვას ააქტიურებს. “დიეტა ცხიმების დასაწვავად” ორიენტირებულია პროტეინითა და სითხით მდიდარ საკვებზე, რაც ორგანიზმიდან ზედმეტ არასაჭირო წყალს გამოდევნის. დიეტის, შემმუშავებლის თქმით, ამ დიეტის ერთ-ერთი პლიუსი ისიცაა, რომ ხელს უშლის სტრესის ჰორმონის “კორტისოლის” გამოყოფას, რომელიც ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას განაპირობებს, განსაკუთრებით კი მუცლის არეში.
Female mid section pinched before liposuction
დიეტის დროს აკრძალულია:
  • ხილისა და ბოსტნეულის ერთად მიღება
  • რძისა და ხორცეულის ერთად მიღება
  • ჭამის შემდეგ წყლის დაყოლება
  • 3 საათიანი კვების რეჯიმის დარღვევა
დიეტა მოიცავს 3 ფაზას:
პირველი ფაზა: ორკვირიანი მკაცრი დეტოქსიფიკაციური დიეტა
მეორე ფაზა: ნაკლებად შეზღუდული დიეტა, რომელიც გრძელდება სასურველი წონის მიღწევამდე
მესამე ფაზა: ნახშირწყლების შეზღუდვა
პირველი ფაზა
ეს ფაზა საჭიროა ღვიძლისა დეტოქსიფიკაციისთვის, რომელიც ცხიმის წვაზე მოქმედებს. პირველ ფაზაში აუცილებელი მოთხოვნაა დღეში მინიმუმ 8 ჭიქა წყლის მიღება, რაც ორგანიზმში სითხის შეკავებას შეუშლის ხელს, გაწმენდს ლიმფურ სისტემას და შეამცირებს ცელულიტს. კალორიული შეზღუდვაა 1100-1200 კკალ. დღეში.
პირველი ფაზის თითოეულ დღეს უნდა მიიღოთ:
  • წყალი
  • საუზმემდე ცხელი წყალი ნახევარი ლიმონის წვენით (ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიფიკაციას)
  • 225 გ პროტეინი (ტოფუ, კანგაცლილი ქათმის ხორცი)
  • 1 კვერცხი
  • სულ ცოტა 2 პორცია ხილი (გრეიპფრუტი, ფორთოხალი, კენკრა, ატამი, ქლიავი, მარწყვი)
  • ბოსტნეული შეუზღუდავად (ბადრიჯანი, ბროკოლი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, კიტრი, სოკო, ლობიო, ისპანახი, პომიდორი)
  • უცხიმო ხორცეული
ამ ფაზის აუცილებელი წესია, ის რომ ნებისმიერი ჭამის წინ 20 წუთით ადრე, სვავთ 230 მლ წყალს.
Body-Fat-Calipers-02
მეორე ფაზა
ამ ფაზაში საკვების არჩევანი უფრო მრავალფეროვანია და კალორიული შეზღუდვა დღეში 1200-1500კკალ-აა. ეს ფაზა გრძელდება სასურველი წონის დაკლებამდე. ნახშირწყლები, რომლებიც ამ ფაზას შეიძლება დაემატოს: ტკბილი კარტოფილი, ყავისფერი ბრინჯი.
მესამე ფაზა
ეს ფაზა წონის შესანარჩუნებელი ფაზაა, რომელიც ნებას რთავს დიეტაზე მყოფს მიიღოს დღიურად 1500 კალორია ან მეტი. ამ ფაზაში აუცილებელია დღიური რაციონის 40%-ს შეადგენდეს ნახშირწყლები, ხოლო 30-30%- ს პროტეინი და ცხიმი.
476204-2134-33
დიეტის პლიუსები:
  • ორგანიზმის დეტოქსიფიკაცია
  • სწრაფი წონაში კლება (პირველ 2 კვრიაში 4.5 კგ-დან ზევით)
  • შებერილობის მოხსნა