მუზეუმში "გაცოცხლებული" ქეთა თოფურია და ერთ ღამეში გადახდენილი სასიყვარულო ისტორია



ჯგუფმა А'Студио-მ და ტომას ნევერგრინმა სიმღერაზე The Only Thing კლიპი გამოუშვეს. ვიდეორგოლი ამერიკული კომედიური ფილმის "ღამე მუზეუმში"-ს სიუჟეტს მოგაგონებთ: ტომასი დარაჯის როლს ასრულებს,
ხოლო ჯგუფ А'Студио-ს წევრები სხვადასხვა ეპოქის ცვილის ფიგურებს. რომანტიული ახალგაზრდა, რომელიც მუზეუმში წესრიგზეა პასუხისმგებელი შეყვარებულია ჯგუფის სოლისტზე, ქეთა თოფურიაზე და სამუშაო საათებს სულ გოგონაზე ოცნებაში ატარებს.