ნინა წკრიალაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.




მომღერლის ნინა წკრიალაშვილის გამოჩენა სერიალ 'ჩემი ცოლის დაქალებში' ბევრ მაყურებლისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. მდიდარი გოგოს -დოდოშკას როლს თამაშობს. როგორც თავად ნინამ აღნიშნა სააგენტო PrimTimeNews-თან ინტერვიუში, მისი გმირი რაღაცით მას ჰგავს." მამამ სიძეს გაუკეთა ყველაფერი, აგარაკი, ბიზნესი. ამით კი მგავს, ხომ იცით". ასავე ნინამ ისაუბრა იმაზე, რომ მის შვილს სანდროს ძალიან მოეწონა თამაში: ჩემ შვილს მოეწონა. "შენც დოდოშკასავით დაუნი ხარ, ამიტომ არ გაგიჭირდა თამაშიო, დამცინა სანდრომ. რაც ხარ, იმას თამაშობო. ნინა წკრიალაშვილის PrimTimeNews-თვის მიცემულ ინტერვიუს მალევე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება.
პრეტენზიები წკრიალაშვილს წამოუყენა დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების პრობლემებით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაცია,,მზის შვილების" ხელმძღვანელმა ინგა ლოლაძემ. თავის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში ინგა აღნიშნავს რომ სიტყვა დაუნის გამოყემებით ასეთ კონტექსტში ნინამ შეურაცხყოფა მიაყენა ათეულ ათასობით ქართველ და რამდენიმე მილიონ დაუნის სინდრომით დაბადებულ (და არა დაუნ) ადამიანს.ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასევე ახსენებს წკრიალაშვილს რომ საქართველოში მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი. მომღერალი კი იყო ამ კანონის ერთ-ერთი ინიციატორი პარტიის, ერთგული მხარდამჭერი და წევრი. ინგა მოითხოვს ნინასგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას და ურჩევს მოიძიოს და გაეცანოს ინფორმაციას დაუნის სუნდრომის შესახებ.