ocneba testi



,,ფაქტობრივი გარემობები, მაგალითად, მზე რომ ამოდის, ან მთვარე ჩავიდა, ამას ხომ ყველა ერთნაირად იტყვით?” – აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატი გოჩა გოჩიტაშვილი, რომელიც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ხმაურიანი ვიდეოს ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირია.


აღნიშნულ ვიდეოში გამგებლობის კანდიდატები, ქარელისა და კასპის რაიონების ამომრჩევლებთან შეხვედრების დროს, მსგავსი ტექსტებით საუბრობენ. ქარელის და კასპის გამგებლობის კანდიდატები აცხადებენ, რომ ტექსტები თითოეული მათგანის შედგენილი.

იხ. კასპისა და ქარელის გამგებლობის კანდიდატების განმარტებები:


შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ანალოგიური სახის ვიდეობი 2012 წელს (ვანო მერაბიშვილის ვიზიტი 9 სოფელში) და 2013 წელსაც (დავით ონოფრიშვილი კასპის სოფლებში) აქვს მომზადებული.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი