ორსულ ქრისტიან ქალს, რომელიც სიკვდილიმისჯილია თავისი ქრისტიანული აღმსარობისათვის, ჩამოხრჩობამდე მშობიარობის უფლებას მისცემენ.
27 წლის მერიემ იაჰია იბრაჰიმს სიკვდილი ჩამოხრჩობის გზით მიუსაჯეს იმის გამო, რომ ის ცოლად გაჰყვა ქრისტიან მამაკაცს, აგრეთვე მას მიუსაჯეს შოლტის 100 – ჯერ დარტყმა მრუშობის გამო, რადგანც სუდანის სასამართლომ უკანონოდ სცნო მისი ქორწინება სამხრეთ სუდანელ ქრისტიანზე, მიუხედავად იმისა რომ მერიემი ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა.
მას სამი დღე მისცეს იმისთვის, რომ უარი ეთქვა თავის რწმენაზე, მაგრამ მერიემ მტკიცე უარი განაცხადა და სასამართლომაც განაჩენი ძალაში დატოვა.
ორგანიზაცია Amnesty International - ი ატარებს კომპანიას მერიემის განსათავისუფლებლად, აგრეთვე ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მერიემმა ერთ თვეში უნდა იმშობიაროს, ხოლო პირველი შვილი სულ რაღაც წლინახევრისაა.
ადამიანის უფლებათა დამცველები აცხადებენ, რომ სასჯელის დღე ჯერ კიდევ უცნობია და მას არ აღასრულებენ სანამ მერიე არ იმშობიარებს.

სუდანის სასამართლო კოდექსში ესე წერია, რომ ქალმა უნდა იმშობიაროს და 2 წლამდე ბავშვი უნდა აღზარდოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერიემის უფლებები ირღვევა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ობლად დარჩება – განცხადა ორგანიზაციამ.
ბრიტანეთის მინისტრმა აფრიკის საკითხებში მარკ სიმონდსმა დაგმო განაჩენი და მოუწოდა სუდანის მთავრობას პატივი სცეს რელიგიურ თავისუფლებას.
„მე ძალიან შეძრწუნებული ვარ იმით, რომ სუდანის სასამართლომ მერიემ იახია იბრახიმს განდგომილობის გამო სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ეს დაუნდობელი განაჩენი სუდანის სასამართლოსა, ქვეყნის ვალდებულებებს და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართ მკვეთრ გაყოფას აჩვენებს.
მე მოუწოდებ სუდანის მთავრობას პატივი სცეს რწმენის თავისუფალ აღმსარობლობას და რელიგიური მრწამსის თავისუფალ არჩევანს. ბრიტანეთი სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია ყველა ვითარებაში და მოუწოდებს სუდანის ხელისუფლებას შეუერთდეს გლობალური ტენდენციას სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ . “
აგრეთვე მერიემის განსათავისუფლებლად კომპანიას მართავს ქრისტიანული ორგანიზაციაChristian Solidarity Worldwide და მოუწოდებს ხალხმა თხოვნით მიმართოს სუდანის საელჩოებს, ასევე მოუწოდებენ რომ ლოცვა არ შეწყვიტონ მერიემისათვის, რათა მას ციხეში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ და ნათესავებს და ოჯახის წევრებს მონახულების უფლება მისცენ. აგრეთვე ილოცონ მერიემის მეუღლე დენილზე და მათ წლინახევრის შვილზე, რათა ღმერთმა მტკიცე რწმენა და სიბრძნე მისცეს თავიანთი ცხოვრების მძიმე პერიოდში.
P.S ალბათ დროა საქართველოს ქრისტიანი მოსახლეობაც შეუერთდეს ამ რწმენის გმირის განსათავისუფლებლად დაწყებულ ლოცვას. ღმერთი დაეხმაროს მას და მის ოჯახს ამ რთულ პერიოდში.
თარგმნა: გიორგი ჯიჯიეშვილმა