რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მეწყერის ჩამოწოლის გამო უერთიერთთანამშრომლობის ორგანიზება ხდება



დარიალის ხეობაში სტიქიის გამო, რუსეთი, ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, საქართველოს შს სამინისტროსთან კოორდინაციაშია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


"საქართველოს ტერიტორიაზე, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ ყაზბეგი-ზემო ლარსის რაიონში მეწყერის ჩამოწოლის გამო, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს შორის კონტაქტი დამყარდა. აუცილებელი კოორდინაციისა და უერთიერთთანამშრომლობის ორგანიზება ხდება", - ნათქვამია განცხადებაში.