მოქმედების ადგილი: თურქეთის ერთ-ერთი "ფეშენებელური" სასტუმროს დარბაზი



მოქმედების ადგილი: თურქეთის ერთ-ერთი "ფეშენებელური" სასტუმროს დარბაზი მორთული თურქეთის რესპუბლიკის დროშით და პრემიერ, ერდოღანის პორტრეტით.
მონაწილეები: რუსი დამსვენებლების ინტერესებზე ორიენტირებული გიდი,

რუსი დამწვარი დამსვენებლები, შეწუხებული სომეხი ქალბატონები, სამი ჩვენი კმაყოფილი თანამემამულე და ჩვენ, სამი უკმაყოფილო ადამიანი, რომლებიც მთელი მონდომებით ვცდილობთ შეხვედრის დამთავრებადე არ გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება სხდომის მიმართ. სომეხი დამსვენებლები იგივეს ვერ ახერხებენ და გიდს სიტყვას აწყვეტინებენ, ჩვენც სოლიდარობის მიზნით მხარს ვუბამთ, რის გამოც აღშფოთებული რუსი დამსვენებლები ზიზღით გვიყურებენ. გიდი კი "დამსვენებელ უმცირესობას", უმრავლესობას თუ ვერ მოვერგებით, კარისკენ მიგვითითებს. ჩვენც დემონსტრაციულად ვდგებით და ვტოვებთ დარბაზს, იმ იმედით, რომ ჩვენი სომეხი "თანამებრძოლები" ან "კმაყოფილი" თანამემამულეები, იგივეს გააკეთებენ. თუმცა გარეთ მაინც სამნი ვრჩებით(((


წყარო  https://www.facebook.com/tako.rodonaia/posts/10203635667149056