უკუღმაა ეგ ამბავი, ასინეთა, უ-კუღ-მა!..


როგორც იქნა, სახარებისეული სიბრძნე ვისწავლე, რომ ღორის წინ მარგალიტები არ უნდა დავყარო, მაგრამ ის ღორები, რომლებსაც, თავის დროზე, მარგალიტები დავუყარე, თავს არ მანებებენ და ამ დრომდე ჯიუტად ცდილობენ, როგორმე თავიანთი ბინძური დინგები მოაწვდინონ „ქრონიკა+“-ს და მის ჟურნალისტურ კოლექტივს. ზოგადად, გაზეთის რეიტინგს და სანდოობის ხარისხს მისი მკითხველი განსაზღვრავს, ამიტომაც არავისთან გაჯიბრებას არ ვაპირებ, მით უფრო, „საერთო გაზეთი“ ვერასოდეს იქნება „ქრონიკა+“-ის კონკურენტი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ტირაჟიც გაცილებით მაღალი გვაქვს და არც სხვა გაზეთის ლანძღვა გვჭირდება რეიტინგისთვის.



გვეგონა, გაზეთის რედაქტორი, ვახტანგ ხარჩილავა, გონს მოეგებოდა და ცნობილი სექსსკანდალის მთავარი მოქმედი გმირის, გიორგი ფარესიშვილის დაცვას ისე მოახერხებდა, რომ „ქრონიკა+“-ს არ შეეხებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, შევცდი, ფარესიშვილისთვის ყველაზე „სანდო“ და „ობიექტური“ „საერთო გაზეთი“ ისევ აგრძელებს „თავი ჩემია ტანი არას“ ამჯერად „თავისუფალი“ პირით „ქრონიკა+“-ის წინააღმდეგბრძოლას და მიუხედავად ჩვენი შეგონებისა, მანანა სუხიშვილმა ვერა და ვერ ისწავლა, რას ნიშნავს ჟურნალისტური სტანდარტი, რომ მეორე მხარეს აუცილებლად უნდა დაურეკოს კომენტარზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი რესპონდენტი ჟურნალისტს სდებს ბრალს.


ამჯერად წინანდელზე უფრო გამიმართლა _ „თავი ჩემია ტანი არას“ პარალელურად, ლადო ბედუკაძე შემოიყვანეს თამაშში, რომელიც აცხადებს, რომ მე, თურმე, მას ბელგიაში ყოფნის დროს ვურეკავდი და ინტერვიუებს ვიწერდი (ტყუილია, ბედუკაძესთან არც ერთი ინტერვიუ ბელგიაში არ ჩამიწერია). აქვე ბედუკაძეს ავიწყდება, რომ როცა უპატრონოდ და ულუკმაპუროდ, ბედის ანაბარა იყო მიგდებული ბელგიაში, როცა სასოწარკვეთილი იქაური სამართალდამცველებისთვის ჩაბარებას აპირებდა, მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც მას ხელი გავუმართე და სამშობლოში დასაბრუნებელი ფული გავუგზავნე, არაფერს ვამბობ ცოტა უფრო ადრინდელ პროცესზე, როცა მან მისი ოჯახი ჩამაბარა, თამაზ ელიზბარაშვილთან ერთად დავხვდი მათ აეროპორტში და ღმერთმა იცის, ერთი წამით არ მიმიტოვებია ისინი უპატრონოდ.


უმადურობაცაა და უმადურობაც! ბედუკაძეს, თურმე, შეკითხვები ირმა ინაშვილთანაც აქვს. მე მაინც არ ვიცოდე, როგორ უანგაროდ დაეხმარა ირმა ინაშვილი ლადო ბედუკაძეს მაშინ, როცა მამა გარდაეცვალა, არაფერს ვამბობ სხვა პერიოდზე, მაგრამ რა ქნას? _ უმადურია და სხვაგვარად არ შეუძლია, ზუსტად ის ღორია, რომლის წინაც მარგალიტები არ უნდა დაყარო, მაგრამ… ახლახან ვნახე ის ჩანაწერები, რომელიც ლადო ბედუკაძეს ჩემს ოფისში ამ დრომდე აქვს შენახული. საკვირველი რამ აღმოვაჩინე! _ პირს, რომლის სასამართლო პროცესი დახურული იყო და მან და მისმა ადვოკატმა, ელზა ჯმუხაძემ, ხელი მოაწერეს საიდუმლოების შენახვაზე, პროცესზე მოწმეების ჩვენებები ფარულად აქვს ჩაწერილი, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. ამ ჩანაწერებს აუცილებლად გადავცემ პროკურატურას.


ბედუკაძის პორტრეტზე სრული წარმოდგენა რომ შეგექმნათ, გეტყვით, რომ ვანო ჩხარტიშვილმა მის ოჯახს თურქეთში ყოფნისას ხელი გაუმართა, სამშობლოში დაბრუნების მერე ბედუკაძე ოფისში მიიპატიჟა. ჩანაწერებში რა ვიპოვე? _ ვანო ჩხარტიშვილისა და ლადო ბედუკაძის პრივატსაუბარი(!!!). აი, ეს კაცია ლადო ბედუკაძე და ჩემო ძვირფასო საერთო გაზეთელებო, ჩაიკარით გულში და ფართოდ გაუღეთ კარი! ჰო, ჩანაწერებში ასევე აღმოვაჩინეთ, რომ ბელგიაში ყოფნისას ბედუკაძეს „სკაიპში“ საკუთარი ცოლი ჰყავს ჩაწერილი, ასე რომ, დასკვნები ჩვენი მკითხველისთვის მიგვინდია.


ახლა მეორე ღორის შესახებ, რომლის წინაც ასევე დავყარეთ მარგალიტები, იმიტომ, რომ როცა პირადი ცხოვრების ამსახველი სკანდალური ფირი ინტერნეტში აუტვირთეს, თვითმკვლელობას აპირებდა და ლაშა ამირეჯიბის თხოვნით გავუღეთ ოფისის კარი. „ობიექტურ“ და „სანდო“ გაზეთს გელა ხვედელიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ აღშფოთებული სწვევია გიორგი ფარესიშვილი საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად.


მანანა, მანანა, მა-ნა-ნა-!!! ნამეტანი იაფფასიანი ტყუილებია და აჰა, დავიწყე ჩამოთვლა…


პირველი: ჩანაწერი, რომელზეც გიორგი ფარესიშვილი საუბრობს, ლაშა ამირეჯიბმა ჩაწერა ნუგზარ ფოფხაძის სახლში გელა ხვედელიძისა და ლაშა ამირეჯიბის პრივატშეხვედრაზე. რომ არა თქვენი მონამორჩილი ელისო კილაძე, ჩანაწერი დღის სინათლეს ვერ იხილავდა, რადგან სილქნეტის 28-ლარიანი ტელეფონით იყო ჩაწერილი და მისი მოსმენა შეუძლებელი გახლდათ. მე ვიყავი პირველი, ვინც ამ ჩანაწერის სრული ვერსია „ქრონიკა+“-ში გამოვაქვეყნე, ამიტომ ფარესიშვილის თავის მოწონება და ჩანაწერის ხშირად ხსენება მეტისმეტად უადგილოა;


მეორე: იტყუება გიორგი ფარესიშვილი, როცა ამბობს, რომ ნუგზარ ფოფხაძე ამირეჯიბს ეუბნება, ჩვენ გვაქვს სკანდალური ვიდეოკადრები და თუ ფარესიშვილი არ გაჩერდება, ამ კადრებს გამოვიყენებთო. მეტი სიცხადისთვის მკითხველს ვთავაზობთ ფრაგმენტს ამ ჩანაწერიდან:


გ. მ. _ ერთს ვიტყვი, რა… მე მინდოდა ამ თემაზე წელიწადნახევრის წინ… ერთი-ორჯერ ვუთხარი კიდეც აკაკიჩს. ფარესაშვილი ამბობს, ლაშა ამირეჯიბი ჩემი მეგობარიაო…


ნ. ფ. _ ვინა? ვინა?


გ. მ. _ ფარესაშვილი. ამან გამაჩერა, აკაკიჩმა. „ნაციონალებს“გადაღებული აქვთ კადრები 2007 წელს.


ნ. ფ. _ ეს კადრები იყო გიორგის ხელში


გ. მ. _ „ასავალში“ შემოაგდეს. მე წამოვიღე. დღესაც კითხულობს, ვინ წაიღო, სად წაიღო. ლაშა, ამაზრზენი კადრებია.


ლ. ა. _ რას აკეთებს იქ?


გ. ხ. _ რას აკეთებს და ტყნაურობს, შე ჩემა, იჟიმება…


გ. მ. _ ყველაფერს…


ლ. ა. _ არა, რაა…


როგორც ხედავთ, ფირის თაობაზე გიორგი მამაცაშვილი საუბრობს და მანვე ზუსტად განმარტა, რა იყო მისი მოტივაცია, როცა უფროსი მეგობრის, ცნობილი მწერლის შვილს, ფარესიშვილთან დაკავშირებით აფრთხილებდა. ერთხელ ვიკითხე და კიდევ გავიმეორებ: რამდენიმე პირმა, მათ შორის, ძმებმა შოთა და გიორგი აფხაიძეებმა, „ფარესას“ სექს-სკანდალის გამოქვეყნებამდე ათი დღით ადრე იცოდნენ ფირის არსებობის შესახებ, ისევე როგორც ფეისბუქში რამდენიმე ადამიანს მისწერეს, _ „ფარესა“ პედერასტია და მისი ფოტოები ფეისბუქიდან წაშალეთ, მალე მასზე სკანდალური მასალა გამოქვეყნდებაო.


დავიჯერო, გიორგი ფარესიშვილს ეს „ქრონიკა+“-ში არ წაუკითხავს? რატომ არ ინტერესდება, საიდან იცოდნენ ამ პირებმა ფირის არსებობა? სირაქლემას პოზა უფრო მოსწონს, არა?! თავი მიწაში და უკანალი ზემოთ. ჰო. როცა ჩანაწერზე საუბრობს, გიორგი ფარესიშვილი არ არის ჟურნალისტი და მას გამოძიებაში აუცილებლად მოუწევს წყაროს დასახელება, ვინც ამის შემდეგ გამოძიებამ უნდა დამიბაროს მე, ჩემს ხელთ არსებული ჩანაწერი ამოიღოს და ექსპერტიზა ჩაატაროს, რამდენად ავთენტურია ფარესიშვილის ჩანაწერი. ჰო, წყაროს დასახელების მერე პრივატშეხვედრის მონაწილე პირებს, მათ შორის, ნუგზარ ფოფხაძეს, გიორგი მამაცაშვილსა და გელა ხვედელიძეს უფლება აქვთ, პროკურატურას მიმართონ და ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლით ფარულ ჩაწერაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვონ. მოვლენების ამგვარ განვითარებაზე ფარესიშვილი, რატომღაც, დუმს;


მესამე: გიორგი ფარესიშვილი გელა ხვედელიძესთან ერთად ნამდვილად ახსენებდა როგორც გია ხუხაშვილს, ისე ლაშა ნაცვლიშვილს, მაგრამ ხვედელიძის თანამდებობიდან განთავისუფლების შემდეგ მე არ მახსენდება ფარესიშვილის არც ერთი განცხადება, სადაც ის ლაშა ნაცვლიშვილისა და გია ხუხაშვილის ხსენებას განაგრძობდეს. ნეტა, რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ხვედელიძის სკანდალი შეკვეთილი იყო და მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დამკვეთს გია ხუხაშვილისა და ლაშა ნაცვლიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება აღარ სურდა? ისევე როგორც ე. წ. კვერცხების თემაც დაიხურა, თუმცა დახურვამდე, პირადად მე, ელისო კილაძე, ლაშა ამირეჯიბის თხოვნით გახლდით გიორგი ფარესიშვილთან სახლში და ვესწრებოდი ფარესიშვილისა და ამირეჯიბის „რაზბორკას“ კვერცხების თემაზე აღებულ ფულთან დაკავშირებით. გიორგი ფარესიშვილი მეკვერცხეებს მესიჯებს უგზავნიდა, _ ჩვენ ამდენი ვიომეთ თქვენთვის და რაღაცაში დაგვეხმარეთო. მეკვერცხეები კი უთვლიდნენ, _ თუ იომეთ, გასტუმრებულიც გვყავხართო. ანუ ფარესიშვილს ეჭვი ჰქონდა, რომ მეკვერცხეების ფული ამირეჯიბმა მოუტეხა;


მეოთხე: მოწმეების დაკითხვაზე ჯავრობს „თავი ჩემია ტანი არა“, მაგრამ არც ერთხელ არ მოუთხოვია იმ პირების დაკითხვა, რომლებმაც მასზე ეს ამაზრზენი ფირი გადაიღეს. მეტსაც გეტყვით: ფარესიშვილისახლო მეგობრები „ქრონიკა+“-თან ინტერვიუში აცხადებენ, რომ ქერათმიანი გოგონა ანა მ. სკანდალური ვიდეოფირიდან ფარესიშვილის საცოლე იყო და იგი ხშირად დაჰყავდა მეგობრებთან სტუმრად. სხვა საკითხია, საცოლესთან ერთად ორგიებში რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სექსსკანდალის კიდევ ერთი გმირი, ზაქრო გ., ასევე რეალური პიროვნებაა. „ქრონიკა+“-მა ორივე მათგანის ვინაობა და საცხოვრებელი სახლის მისამართი იცის. საკმარისია, გიორგი ფარესიშვილმა საკუთარი საცოლის და სექსპარტნიორის დაკითხვა მოითხოვოს, ამ სიბინძურით სავსე საქმეს უმალ მოეფინება ნათელი. დარწმუნებული ვარ, ორივე მათგანი დაასახელებს დამკვეთების ვინაობას და მერე რა მოხდება? რაც მოხდება, ის ყველაზე მეტად გიორგი ფარესიშვილს არ აძლევს ხელს, რადგან გაირკვევა, რომ ის _ „კუდის“ ცნობილი აგენტი „ლაითა“, ჩანერგილი იყო „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულში, დანოსები მიჰქონდა „კუდ-ში“ და გელა ხვედელიძეს, რომელიც იმხანად „ოცნების“ რეგიონული სამსახურის უფროსი იყო, სწორედ იმას ვერ პატიობს, რომ „ლაითა“ ახლოს არ გაიკარა. ასე რომ, ფარესიშვილის ჭმუნვები გამოძიების არასწორად წარმართვაზე სრულიად უადგილოა და მხოლოდ მკითხველის შეცდომაში შეყვანას ემსახურება;


მეხუთე: გიორგი ფარესიშვილი წუხს, რომ „ქრონიკა+“ თვეების განმავლობაში აქვეყნებდა ხვედელიძის სკანდალური საქმის მასალებს. დიახ, ნამდვილად მეამაყება, რომ ჩვენ შევძელით ამ სკანდალური საქმის დეტალების გაშიფვრა, ასევე ჩავწერეთ ინტერვიუ ხვედელიძის საქმის ცრუმოწმესთან, ირაკლი გელიტაშვილთან და პროცესი ისე დასრულდა, რომ ბრალდების მხარემ ბრალდების ერთადერთი მოწმე სასამართლოში ვერ წარმოადგინა. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ეს ჟურნალისტური გამოძიება ნამდვილად ღირსების საქმე იყო. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ გელა ხვედელიძე ამ საქმეში სრულიად უდანაშაულოა და ის ერთწლიანი პირობითი სასჯელი, რომელიც მას თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოუტანა, ნამდვილად დაუმსახურებელია, ფარესიშვილი კი ტყუილად წუხს, რომ მე ხვედელიძის დაცვას აღარ ვაგრძელებ, რომ განაჩენის გასაჩივრება არ მოხდა და ა. შ. ამ „უფლებადამცველმა“ ფარესიშვილმა უნდა იცოდეს, რომ განაჩენის მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი ცხადდება სასამართლო პროცესზე, სამოტივაციო ნაწილის ჩაბარებას კი განსაზღვრული ვადა აქვს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება სრულად გამოქვეყნებისა და ჩაბარების შემდეგ საჩივრდება;


მეექვსე: გიორგი ფარესიშვილს ჩემი დამოკიდებულება უკვირს ნუგზარ ფოფხაძის მიმართ, _ არ მალავს, რომ მისი მამობილიაო. გადაირევი კაცი! მარტო მე კი არა, ჩემი თაობის ძალიან ბევრ ჟურნალისტს აქვს ნუგზარ ფოფხაძის პროფესიული და ადამიანური ვალი, მათ შორის ლაშა ამირეჯიბსაც. მაგრამ შენ, ჩემო (ძ)ვირფასო „ლაითა“, ამას ვერ გაიგებ, ვერ გაიგებ მხოლოდ იმიტომ, რომ ნაძირალების გარემოცვაში და ყელამდე სიბინძურეში ხარ ჩაფლული. ისე, თუ არ იცი, იმასაც გეტყვი, რომ „საერთო გაზეთის“ რედაქტორი ვახტანგ ხარჩილავაც არ უნდა იყოს შორს ფოფხაძე-მამაცაშვილის დუეტისგან. დეტალებზე სხვა დროს;


მეშვიდე: გიორგი ფარესიშვილი „ქართულ ოცნებაში“ ჩანერგილი „კუდის“ აგენტების „ხელწერილებზე“ ნერვიულობს და დეტალებში განმარტავს, გადასაბირებელ პირს დაბეჭდილ ხელწერილებზე არ აწერინებენ ხელსო. შენ თუ „კუდის“ აგენტი არა ხარ, „ლაით“, რა იცი, ხელს (და სხვა რამეს) როგორ ხელწერილზე აწერინებენ გადასაბირებელ პირს? ან შენ, ან მანანა ვინ დაგნიშნათ „კუდის“ აგენტების ციციკორეებად? რა უკანალები გეწვით? ისე, გამოძიება ამ თემაზე დაწყებულია, ყველა დოკუმენტის ასლი თბილისის პროკურატურას უკვე გადავეცი და წინასწარ არავინ იცის, ვისი აგენტობა დადასტურებადა ვისი _ არა… წინა ჯერზე გითხარით და ახლაც გაფრთხილებთ: აგენტების თემაზე ძალიან არ გამაბრაზოთ, თორემ ვაიდა, იმ პირის დასახელება მომინდეს, ვინც ეს დოკუმენტები გადმომცა? მერე სად მიდიხართ, ნახევარი საქართველორომ აყირავდება? ჩემი წყარო ხელისუფლებასთან ახლოს მდგომი რომ აღმოჩნდეს, მერე ვინ იღებს პასუხისმგებლობას თანამდევ პროცესებზე? „კუდის“ აგენტი „ლაითა“ თუ დენიკინისდროინდელი მანანა?


მერვე: გიორგი ფარესიშვილი ჩემი გაზეთის ფინანსებზე ნერვიულობს. ისე, მინდა გავახსენო, რომ ამ „საეჭვო“ დაფინანსებიდან მასაც ვაძლევდი ხოლმე გზისა და ჯიბის ფულს და არ იქნება ურიგო, თუ ჩემს ვალს დამიბრუნებს. ფეშენებელურ კორპუსში აქვს ოფისიო! აბა, მაღალტირაჟიანი და კარგად გაყიდვადი გაზეთის რედაქცია სადღაც დასაკარგავში, მიწურში უნდა იჯდეს? იქნებ, ის გეკითხა, ძვირფასო „ლაითა“, ეს „სანდო“ „საერთო გაზეთი“ საიდან ფინანსდება და შემთხვევით ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლაში ხომ არ იღებს ფულს? არ იქნებოდა ურიგო, მომდევნო ნომერში ამ თემაზე გაგემახვილებინა შენი ბილწი ყურადღება და გაგერკვია, ვახტანგ ხარჩილავამ ბიძინა ივანიშვილისგან აღებული ფული „საერთო გაზეთის“ განვითარებას მოახმარა თუ უძრავი ქონების შეძენას?


და ბოლოს, გიორგი ფარესიშვილს ვურჩევ, სპერმით სავსე პირი (უკაცრავად მკითხველთან) კარგად გამოირეცხოს და „ქრონიკა+“-ზე და მის ჟურნალისტებზე მაშინაც კი არ გაბედოს ხმის ამოღება. შორს თქვენი ბინძური ხელები!!! და გირჩევ, სადმე არ გადაეყარო ჩვენი ოფისის ბიჭებს, მორღვეულ უკანალს გაუფრთხილდი, თორემ ერთ ადგილას შეგტენიან შენს ბინძურ კომენტარებს!



P. S. და ერთი რჩევა ქ-ნ მანანა სუხიშვილს: სხვის ფინანსებში ქექვას, იქნებ, ჰკითხოთ თქვენს რედაქტორს, ბ-ნ ვახტანგ ხარჩილავას, როგორ ითხოვდა და რა ოდენობის თანხა მიიღო ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბიდან გაზეთის გამოსაცემად და მერაბ კოსტავას ბიუსტის დასადგმელად შტაბის ერთ წევრთან ერთად? ამ თემას გაზეთის მომდევნო ნომერში დავუბრუნდები, მანამდე კი გეტყვით, რომ არც გაზეთი უნახავს ვინმეს და არც მერაბ კოსტავას ბიუსტი…