ზაზა პაპუაშვილი ქეთი დოლიძეს: "ჯერ გირჩევ!!! მერე გაგაფრთხილებ!!! მერე..."

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი რეჟისორ ქეთი დოლიძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:


"ახლა კი ქეთი დოლიძეს!!! ჯერ გირჩევ!!! მერე გაგაფრთხილებ!!! მერე...



თავი დაანებე იმ თემებზე საუბარს და სპეკულაციას (ჭორაობასაც), სადაც არავინ არაფერს გეკითხება. ეგ შენი შანტაჟისტური მეთოდები, უსმენო კივილი სადაც გაგსვლია, ისევ იქ ანავარდე. მთავარ თემას ვერ გადაფარავ და არც იმის უფლებას მოგცემ, რაღაც დაპირისპირებაზე იქილიკო და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანო.


რჩევად იღე კეთილო, დაუკრეფავში გასეირნებით ნურც საკუთარ თავს და ნურც სხვას უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩააყენებთ. ნებსით თუ უნებლიედ, თქვენის წინდაუხედავობით გულს ტკენთ და ლახავთ სხვათა ღირსებას. და ვშიშობ, ეგზომ უმწეო (უხერხულ) მდგომარეობაში აღმოჩენილს თქვენი დახმარება ვანესა რედგრეივმა, ნატაშა პარიმ და ზემოდან ჯესიკა ლანჟმა შეძლოს," - წერს დეპუტატი.

ქეთი დოლიძე პაპუაშვილს სოციალურ ქსელშივე პასუხობს:

"ახლა კი ზაზა პაპუაშვილს!!!!! ვერაფერი კაცობაა შენი კოლეგისა და ქალის ასე გაქილიკება! თქვენი ცინიკური ღლიცინი, ჩემო კეთილო ადამიანო, თქვენი შეურაცყოფა თქვეს ვაჟკაცობაზე ლაპარაკობს!!!! თუ ასეთი მიუღებელი ვიყავი ქვენთვის, ერთხელაც არ გაგიპროტესტებიათ თქვენს საარჩევნო კომპანიაში ჩემი მონაწილეობა! ნუ მემუქრებით და არასდროს გაბედოთ ჩემთან და არავისთან ასე ლაპარაკი! ჩემი ბიოგრაფიის მეამაყება და არცერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს ცხოვრებაში, რომელიც ჩემს ოჯახს შეარცხვენდა. ვერ ვიჯერებ, რომ ასე გაბოროტებული შეიძლება იყოს ადამიანი! ნუ მემუქრებით! თქვენ ის გაცოფებთ, რომ მე და უმრავლესობამ თქვენი მხარე არ დავიჭირეთ!!!! მაინტერესებს, რომელი დელფოსის ორაკული თქვენ ბრძანდებით, რომ მხოლოდ თქვენ მხარეზეა ჭეშმარიტება!!! ერთხელაც არ იკადრეთ ჩვენთან შეხვედრა, რომ ჩვენთვისაც გეკითხათ აზრი! მაგრამ, თქვენ უკვე ღრუბლებიდან გველაპარაკებით! ყოჩაღ ზაზა! აფერუმ შენ კაცობას! ამას იქით არც კომენტარი და არც ჩემი ლანძღვა არ გავიგო შენგან!!!" - წერს დოლიძე.