მჯდომარე ანასტასია - ტრაგიკული სიყვარულის გამო სალოსად ქცეული ქალის ისტორია

კუკიის სასაფლაოზე ერთი გამორჩეული საფლავია. ბოლო 10 წელია ამ საფლავზე მიმსვლელთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს. აქ დედა ანასტასია განისვენებს. 44 წლის წინ გარდაცვლილი დედა ანასტასიას საფლავზე მიმსვლელებს თან ვაშლები მიაქვთ, რომლებსაც ჯვრის სახით აწყობენ. ვაშლების მიტანის ტრადიცია ერთ ისტორიას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, მჯდომარე ანასტასიამ ავადმყოფი ქალი ვაშლით განკურნა.


ნაძალადევში, ხიმშიაშვილის 11 ნომერში ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მჯდომარე ანასტასიას სიცოცხლეში. აქ ახლა მისი დიშვილი, 79 წლის გიორგი საზონოვი ცხოვრობს. იგი სალოს დეიდას 30 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე უვლიდა.

გიორგი საზონოვი იხსენებს, რომ დედა ანასტასია ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში ფეხები მუხლებს ქვემოთ შეუხორცდა და ვეღარ ამოძრავებდა. მჯდომარედ ყოფნის მძიმე ტვირთი 19 წლის ანასტასიამ საყვარელი ადამიანის თვითმკვლელობის გამო იტვირთა...


ავტორი: ეკა ბახუტაშვილი