მსოფლიოს საუკეთესო უკანალის მქონე ვარსკვლავის თამამი განცხადება

ბურლესკის ვარსკვლავი და რეპერ აისი-ტის ცოლი კოკო ოსტინი ხშირად ახარებს თაყვანისმცემლებს გულახდილი ფოტოებით. კოკო არაერთხელ დაუსახელებიათ მსოფლიოს საუკეთესო უკანალის მქონე ვარსკვლავად, ამჯერად თავის ფოტობლოგზე გამოაცხადა, რომ მზად არის, მთელი წელი მხოლოდ ბიკინი ატაროს, თანაც, რამდენიმე ზომით პატარა. 


35 წლის ნიკოლ ოსტინი მთელ თავისუფალ დროს სპორტდარბაზში ატარებს, ვარჯიშობს და ყველაფერს აკეთებს, რომ მკვრივი და ნავარჯიშევი სხეული ჰქონდეს, რომელზეც გაცილებით უფრო ეფექტურად გამოჩნდება მისი მკერდი და უკანალი.