გიორგი ბერიძეს რვა წლით უფროსი გოგონა შეუყვარდა


''X ფაქტორის''დატოვების შემდეგ გიორგი ბერიძე მხოლოდ ერთი საღამოს განმავლობაში იყო ცუდ განწყობაზე. მეორე დღეს უკვე ახალ პროექტზე დაიწყო მუშაობა. პროექტში რომ აღარაა, არავის ადანაშაულებს. ფიქრობს, ნაწილობრივ მისი ბრალია, რომ ფინალამდე ვერ მივიდა. ლაივის დღეს ცუდ განწყობაზე ვიყავი და ის ენერგია ვერ მივიტანე მაყურებლამდე, რასაც ჩემგან ელოდებოდნენო, მითხრა.

- გიორგი, ''X ფაქტორის''დატოვების შემდეგ როგორ გრძნობ თავს. დეპრესიის პერიოდი ხომ არ გაქვს?

- დეპრესია საერთოდ არ მაქვს, პირიქით, უფრო შემართებით ვარ და ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. უახლოეს მომავალში ახალი პროექტის დაწყებას ვგეგმავ.
- კონკურსზე ვის გულშემატკივრობ?
- უკვე აღარავის.
- გამოდის, საკუთარ თავს გულშემატკივრობდი და პროექტიდან წამოსვლის შემდეგ აღარ გაინტერესებს, რა მოხდება კონკურსში.
- ჩემ შემდეგ პროექტი ბევრმა ისეთმა მონაწილემ დატოვა, ვისაც ვგულშემატკივრობდი. ძალიან მომწონს და მინდოდა, პროექტი მოეგო ბათუმელ ნიკა კიკნაძეს. ახლა, რა თქმა უნდა, მაინტერესებს, ვინ გახდება გამარჯვებული, მეტ-ნაკლებად ვადევნებ თვალს, მაგრამ განსაკუთრებულად აღარავის ვგულშემატკივრობ.
- გავიგეთ, რომ შეყვარებული ხარ. დიდი ხანია, ერთმანეთს იცნობთ?
- მაია ჯანგულაშვილი რამდენიმე თვეა, გავიცანი და მაშინვე ძალიან მომეწონა.
- შენზე რვა წლით უფროსი ყოფილა. ოჯახი როგორ შეხვდა იმ ამბავს, რომ ასაკით უფროსი გოგონა შეგიყვარდა?
- არაფერი უთქვამთ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. 
- როგორია თქვენი ერთობლივი გეგმები?
- ჯერ არაფერს ვგეგმავთ. დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და მომავალზე არ ვფიქრობთ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
დიჯეი ბუკლე