რატომ დაშორდა გიორგი ლიფონავა სოფია სებისკვერაძეს?

რეჟისორი გიორგი ლიფონავა და სოფია სებისკვერაძე დაშორდნენ. სოფიას და გიორგის სამწლიანი რომანი აკავშირებდათ და ბედნიერ წყვილადაც ითვლებოდნენ. 

საკუთარ გრძნობებს ისინი არსად მალავდნენ. სოფო ამბობდა, რომ ეჭვიანი სწორედ გიორგის შეყვარების შემდეგ გახდა. ამბობდა, მინდა, გიორგი ლიფონავა მხოლოდ მე მეკუთვნოდესო. ამბობენ, რომ წყვილის დაშორების მიზეზი სწორედ ეჭვიანობა გახდა. "ამბები.გე" სოფია სებისკვერაძეს და გიორგი ლიფონავას დაუკავშირდა, თუმცა გიორგიმ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

– სოფია, მართლა დაშორდით გიორგი ლიფონავას?

– კი, დაახლოებით ნახევარი წელია დავშორდით, მაგრამ ამ თემაზე საუბარი არცერთს არ გვინდა.

– რა გახდა დაშორების მიზეზი?

– მიზეზი არ გვქონია, უბრალოდ, დავშორდით. ახლა უფრო ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს და ვმეგობრობთ. სხვა კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. 

თამარ ბოჭორიშვილი, ambebi.ge