15 ფაქტი თვალების შესახებ, რომელიც გაგაოცებთ

1. ყავისფერი თვალები სინამდვილეში ცისფერია, ყავისფერი პიგმენტებით. არსებობს ლაზერული პროცედურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ყავისფერი თვალები სამუდამოდ ცისფერი გახდეს. 
2.მამაკაცების ყოველი მე-12 წარმომადგენელი - დალტონიკია.
3.თქვენი თვალები ყოველთვის იმ ზომის დარჩება, რაც დაბადებისას გქონდათ, ხოლო ცხვირი და ყურები ზრდას არ წყვეტს.
4.ადამიანის თვალი მხოლოდ ფერთა სამ სპექტრს აღიქვამს: წითელს, ლურჯსა და მწვანეს. ყველა დანარჩენი ფერი ამ ფერთა შემადგენლობაა.
5.ადამიანის თვალის რქოვანა იმდენად ჰგავს ზვიგენისას, რომ ამ უკანასკნელს ადამიანის ორგანოს „შემცვლელად" იყენებენ თვალის ოპერაციის დროს.

6.საშუალოდ, მთელი სიცოცხლის მანძილზე, დაახლოებით 24 მილიონ სხვადასხვა გამოსახულებას ვხედავთ.
7.თვალები ტვინს აწვდის უზარმაზარ ინფორმაციას ყოველ საათში.
8.ჩვენს თვალებს წამში დაახლოებით 50 საგანზე შეუძლია ფოკუსირება.
9.მაიას ტომის წევრები მიიჩნევდნენ, რომ თვალის სიელმე უფრო მომხიბვლელი იყო და ცდილობდნენ, მათი შვილები ელამები ყოფილიყვნენ. 
10.შიზოფრენია შეიძლება 98.3%-იანი სიზუსტით გამოვლინდეს ჩვეულებრივი, მარტივი ტესტის მეშვეობით, რომელიც თვალის მოძრაობას ეხება.
11.ადამიანები და ძაღლები - ერთადერთი არსებები, ვინც მხედველობით მინიშნებებს ეძებენ სხვათა თვალებში, ხოლო ძაღლები ამას მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობისას აკეთებენ.
12.ქალების დაახლოებით 2%-ს აქვთ გენეტიკური მუტაციის იშვიათი უნარი, რომლის წყალობითაც მათ დამატებითი ბადურა უვითარდებათ, რისი საშუალებითაც, 100 მილიონი ფერის დანახვა შეუძლიათ.
13.კოსმონავტებს კოსმოსში ტიტრილი გრავიტაციის გამო არ შეუძლიათ. ცრემლები პატარა ბურთულებად გროვდებიან და შემდეგ თვალების წვას იწყებენ. 
14.ფუტკრებს თვალში აქვთ პატარა თმები, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ ქარის მიმართულებისა და ფრენის სიჩქარის განსაზღვრა.
15.თეთრი, ცისფერთვალება კატების 65-85% - ყრუა.