ზოდიაქოს რომელი ნიშანი როგორ ატარებს მანქანას?



ვერძი

ჩაბმულია საგზაო ბრძოლებში. ბოლომდე მომართული მანქანით მიქრის ყოველგვარ ზარალზე ფიქრის გარეშე. დევიზია- „ვინც მიქრის, ის მართალია“.

 მოდელი: Porsche Cayman, Ferrari FF, Jeep Wrangler

 ფერი: შემტევი წითელი

 გვერდზე მჯდომი: აქეზებს სიჩქარის მატებისკენ

კურო



კომფორტულად ანელებს საგზაო მოძრაობას. ისე მყუდროდ მისეირნობს მინდვრის ტრასებზე, რომ გვერდზე მჯდომი ყვავილების დაკრეფასაც ასწრებს.

 მოდელი: VW Passat, Mercedes Benz, Audi A6

 ფერი: სოლიდური ყავისფერი

 გვერდზე მჯდომი: კარგად გამოიძინებს

ტყუპები

მოქნილად მიქრის გადატვირთულ მოძრაობაში და თან მოკლეტექსტურ შეტყობინებებს კითხულობს. შეიძლება ყავდეს ნახმარი მანქანა, რადგან აინტერესებს რა გამოიწვევს ავარიას.

 მოდელი: Ford Fiesta, Fiat Punto, Toyota IQ

 ფერი: კომუნიკაბელური ყვითელი

 გვერდზე მჯდომი: უთითებს ელვაზე სწრაფად ატაროს მანქანა

კირჩხიბი

დედიკო კირჩხიბს ყავს პატარა მანქანა 5 ადგილით და 7 პატარა მგზავრით, მამიკოს- მინი ავტობუსი მთელი ოჯახისთვის. მანქანებს, როგორც წესი სახელები აქვთ.

 მოდელი: Renault Clio, Hyundai Travel, Daihatsu Cuore

 ფერი: მთვარისეული ვერცხლისფერი

 გვერდზე მჯდომი: მიირთმევს ბუტერბროდს

ლომი

თავის ახლად შეძენილ სიმდიდრეს სიამოვნებით წარმოაჩენს ყველაზე პრესტიჯულ სამანქანო ადგილას და აფიქსირებს ხალხის შურიან თვალებს.

 მოდელი: Jaguar XJ, Daimler Maybach, Chrysler 300C

 ფერი: მოელვარე ოქროსფერი

 გვერდზე მჯდომი: მანქანიდან ნაცნობებს ხელს უქნევს

ქალწული

საშუალო კლასის, ეკონომიური, სანდო, გამართული მანქანით მოძრაობს ქალაქში თავისი ყოველდღიური საქმეების მოსაგვარებლად.

 მოდელი: Dacia Sandero, Renault Kangoo, Honda CR V

 ფერი: დელიკატური ნაცრისფერი

 გვერდზე მჯდომი: უსწორებს ტარების მანერებს

სასწორი

ჰყავს ელეგანტური, სამოყვარულო მანქანა სალონში მყუდრო ინტერიერით. ის შესაძლებელია სხვა მანქანას ყავდეს ჩაბმული ბუქსირით, ან მეუღლეს გადაუაროს ტერფებზე.

 მოდელი: Citroën C4 Picasso, Skoda Superb, Audi R8

 ფერი: პასტელის მსგავსი ლურჯი

 გვერდზე მჯდომი: უღიმის მგზავრებს სხვა მანქანებში

მორიელი

ჰყავს მასიური მანქანა. მინები, როგორც წესი დაბურულია. მას გათვალისწინებული აქვს ყველა ექსტრემალური სიტუაცია.

 მოდელი: Toyota RAV4, Hummer H2, Mitsubishi Outlander

 ფერი: მოელვარე შავი

 გვერდზე მჯდომი: დადუმებულია

მშვილდოსანი

მთელი სისწრაფით და მონდომებით მიექანება სამიზნისკენ და თავის სამგზავრო განწყობას არ იფუჭებს ჯარიმების და სხვა დაბრკოლებების გამო.

 მოდელი: Cadillac CDS V Coupe, Chevrolet Impala, Range Rover Discovery

 ფერი: მანათობელი ფორთოხლისფერი

 გვერდზე მჯდომი: მღერის სამოგზაურო სიმღერებს

თხის რქა

გამოცდილი ავტოვეტერანია, ზოგავს თითოეულ ცენტს. მანქანა მინიმუმ სამჯერაა ნამყოფი მექანიკოსთან.

 მოდელი: Volvo V70, Austin Healy, Subaru Forester

 ფერი: მუქი ასფალტისფერი

 გვერდზე მჯდომი: მოლაპარაკე ჯარიმების კატალოგია

მერწყული

მოძრაობს ზამთარში გადახდილი კაბრიოლეტით. ყავს მომავლისკენ ორიენტირებული მანქანა.

 მოდელი: Mini Cooper Cabrio, Alpha Romeo Spider, Lexus Hybrid CT

 ფერი: მოელვარე ყინულისფერი

 გვერდზე მჯდომი: ესესაა გადახტა მანქანიდან

თევზები

მათი არ ისმის და არც ჩანან. მანქანები, პატრონის მსგავსად, საოცარი ნისლის არსებებია. რათქმაუნდა ისევ დაავიწყდათ საღამოთი ფარების ანთება.

 მოდელი: VW Käfer, Peugeot iOn, Renault R4

 ფერი: მდინარისფერი მომწვენო

 გვერდზე მჯდომი: სხვაგანაა ფიქრებით.