წიწიბურას დიეტა, რომლითაც კვირაში 10 კილოგრამს დაიკლებთ

წიწიბურას დიეტის ერთი დიდი პლუსი ის არის, რომ არ გჭირდებათ შიმშილობა. თქვენ შეგიძლიათ იმდენი წიწიბურა მიირთვათ, რამდენიც მოგესურვებათ. მეორე პლუსი ის არის, რომ ბევრს კი ჭამთ წიწიბურას, მაგრამ ერთ კვირაში 10 კილოგრამს დაიკლებთ. ამ ფაქტორებით აიხსნება სწორედ ამ დიეტის პოპულარობა.

რეცეპტი ძალიან მარტივია. მისი ძირითადი არსი ისაა, რომ მთელი კვირის განმავლობაში ძირითადი კერძი იქნება წიწიბურა. აიღეთ ქვაბი, ჩაასხით ორი ან სამი ჭიქა წყალი და აადუღეთ. მას მერე, რაც წყალი ადუღდება, ცეცხლი ჩააქრეთ და ქვაბში დაამატეთ 1 ჭიქა წიწიბურა.
 თავზე მაგრად დაახურეთ და 12 საათით დატოვეთ. ეს დიეტა კრძალავს შაქრის, მარილის, ზეთის ან რაიმე სუნელის დამატებას. რა უნდა დალიოთ? შეიძლება და საჭიროა, დალიოთ კეფირი, მხოლოდ ის არ უნდა შეიცავდეს 1% -ზე მეტ ცხიმს და რამდენიც გნებავთ იმდენი წყალი. ჩაი შეიძლება დღეში ერთხელ, რა თქმა უნდა უშაქროდ. თუ გიჭირთ უშაქროდ გაძლება, შეგიძლიათ თაფლი დაუმატოთ. აკრძალულია ყავის დალევა. რაც შეეხება ხილს, შეიძლება მცირე ულუფებით, მაგალითად, ერთი ვაშლი საკმარისი იქნება. ყურძნისა და ბანანის მიღება აკრძალულია. როგორც ბევრი დიეტის დროს, საკვების პირველი მიღება საჭიროა გაღვიძებიდან 4 საათის შემდეგ. ბოლოს კი უნდა მიირთვათ არა უგვიანეს 18:00 საათისა. კურსი გრძელდება 1 კვირა, რის შემდეგაც მინიმუმ ერთი თვე უნდა შეისვენოთ.

როგორც ცნობლია, ორგანიზმი ენერგიას ნახშირწყლებიდან იღებს, მაგრამ რაკი წიწიბურაში ის ძალიან ცოტაა, ორგანიზმი ვერსაიდან აიღებს ენერგიას, თუ არა ცხიმების დაწვისგან. ამაში მდგომარეობს წიწიბურას დიეტის მთვარი ეფექტი. გარდა ამისა, წიწიბურაში  ბევრია მიკროელემენტი: მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, რკინა. ასევე ეს ცეხვილი მდიდარია ვიტამინებით. ყურადღება! თუ ჰიპერტონული დაავადება, ან დიაბეტი გაწუხებთ, უნდა მოერიდოთ ამ დიეტას, რადგან  ორგანიზმს ვერ მიეწოდება მარილი და შაქარი.

წიწიბურას დიეტის შედეგები აჩვენებს, რომ ზოგიერთები უკვე 3 დღეში კარგავენ 3 კილოგრამს. სხვებს ამდენივე შეუძლიათ დაიკლონ უკვე 2 დღეში. ქალები, რომლებიც მაინც უმატებდნენ რაციონში ცოტა შაქარს, სამ დღეში დაახლოებით 1.5 კილოგრამს კარგავდნენ.

ამ დიეტის ძირითადი მინუსი ის არის, რომ ის საკმაოდ რთულია. შაქრის ნაკლებობის გამო ზოგიერთს შეიძლება თვბრუ დაესხას. განსაკუთრებით რთულია დიეტის პირველი დღე, მაგრამ თუ გაუძლებთ, მეორე დღე უფრო იოლი იქნება. ზოგიერთები წიწიბურაში სოიის სოუსს უმატებენ, გემოს გასაუმჯობესებლად, რადგან მხოლოდ წიწიბურას ჭამა ყოველდღე სულ უფრო აუტანელი ხდება.





(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)