ბანანის ნიღაბი - უმარტივესად მოსამზადებელი ბუნებრივი ბოტოქსი სახისთვის

ყველა ჩვენგანს სამზარეულოში მოეძებნება ცოტაოდენი იოგურტი, მწიფე ბანანი და თაფლი. სწორედ ამ სამი ინგრედიენტით შეგიძლიათ უმარტივესად მოამზადოთ მსოფლიოში საუკეთესო ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი თავად. 
მაშ ასე, თქვენ დაგჭირდებათ:

3 სუფრის კოვზი იოგურტი

1/2 მწიფე ბანანი

1 ჩაის კოვზი თაფლი


უბრალოდ, აიღეთ ბანანი და დაჭყლიტეთ ისე, რომ პიურე მიიღოთ. დაუმატეთ იოგურტი და თაფლი (შეგიძლიათ ყველაფერი ერთად დააბლენდეროთ), კარგად აურიეთ და დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შემდეგ კი ცივით, რათა დაიხუროს ფორები.

რჩევა: იმისათვის, რომ ღრმა ნაოჭებისგან გათავისუფლდეთ, ნიღბის ზემოდან დაიფინეთ თბილ წყალში დასველებული პირსახოცი და გაიჩერეთ 15 წუთი, სანამ ორთქლი, სითბო და სინოტივე არ დაეხმარება ნიღაბს, რაც შეიძლება ღრმად ჩააღწიოს კანის უჯრედებში.

ბანანი მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით, რომლებიც გამაჯანსაღებლად მოქმედებს კანზე. იოგურტში შემავალი რძემჟავა ფაქიზ პილინგს აკეთებს, ხოლო თაფლი, თავის მხრივ, ატენიანებს კანს.