ქიბარ ხალვაში სააკაშვილს: შენ ხარ ის ადამიანი, ვინც ცდილობს ეროსის სიკვდილით სარგებელი ნახოს

 ბიზნესმენი, ტელეკომპანია “რუსთავი 2“ -ის ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში ფეისბუქის საშუალებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.
ხალვაშის მიიჩნევს, რომ ექსპრეზიდენტი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტით სარგებელის ნახვას ცდილობს. ბიზნესმენი სააკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს “რუსთავი 2“-ის დაფინანსება შეწყვიტოს.
“მაინც რატომ გართულდებოდა? რას იზამდა ცხონებული ეროსი ცოცხალი რომ ყოფილიყო? გიულიევიჩ იმაზე იფიქრე რა მოხდა 2006 წლის 15 და 16 ნოემბერს? და თუ დაგავიწდა შეგახსენებ? აწ განსვენებულს ნუ აწვალებთ, ნუ დაარბენინებთ იქით აქით თავის გადასარჩენად.
შენ ხარ ის ადამიანი ვინც ცდილობს ეროსის სიკვდილით სარგებელი ნახოს. რუსთავი2 -ს შენისთანა მძორების გადარჩენა რომ შესძლებოდა შენ ეხლა თბილისში იქნებოდი და “რუსი ოლიგარქი”(მას ვენაცვალე შენი გაძევებისთვის) წასული. დაანებე თავი ფულის ხარჯვას და რუსთავი2-ის დაფინანსებას იმისთვის რომ ქართველებს ყოველდღიური ცხოვრება მოუწამლო. ან საერთოდ შენ რუსთავი2-ს ვინ გეკითხება ის ხომ სხვისია, ისინი რა მუნჯებია არიან და თუ ვინმე აწუხებს ხმის ამოღება არ შეუძლიათ? მაგარი მავნებელი ჰყავხარ ღმერთს გაჩენილი “გიულიევიჩ” პლუს უნამუსო და თანაც რეგვენი! იმის მოთმენის უნარიც არ გაქვს რომ მილიონი სისულელე არ ილაყბო. სიჩუმე ოქროაო თუ გაგიგია?“ – წერს ხალვაში ფეისბუქის პირად გვერდზე.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ეროსი კიწმარიშვილისგარდაცვალებასთან დაკავშირებით წინასწარი პროგნოზების გაკეთება არასერიოზულია.
რაც შეეხება “რუსთავი 2“-ს, სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანიით ხელისუფლების წარმომადგენლები არიან დაინტერესებულნი.
„ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი მხრიდან თქმა, რომ ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს ან თავი მოიკლა. მას შემდეგ, რაც მე ქვეყნის გარეთ მომიხდა წასვლა, რამდენიმე ადამიანი დაპატიმრებულია. „რუსთავი 2″ რუსი ოლიგარქის სამიზნედ რჩება, ეს რომ ასეა მას რამდენიმეჯერ აქვს ჩემთვის ნათქვამი, მე არ ვიცი ვჭორაობ თუ არა, მას პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ „რუსთავი 2″-ს წაართმევენ მფლობელებს.
ეროსი კიწმარიშვილი ამ ყოველივეს არ ეთანხმებოდა, ეროსის სიცოცხლის პირობებში ეს ყველაფერი გართულდებოდა. ფაქტი ფაქტად რჩება, რუსთავი 2-თან მიმართებაში საფრთხე ბევრად უფრო იზრდება“,-