"ჯეოსტარის" გამარჯვებული, უკრაინული "ახალი ხმის" ფინალისტი ოთო ნემსაძე დაქორწინდა. მის რჩეულს თათა ჰქვია და განათლება ამერიკაში აქვს მიღებული. თათა და ოთო რამდენიმე თვის მანძილზე იყვნენ შეყვარებულები. წყვილმა ქორწილი ბეთანიაში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა. სტუმრებს შორის ბევრი ცნობადი სახე იყო, რომლებმაც წყვილს თავიანთი რეპერტუარიდან შეუსრულეს სიმღერები.
ახალდაქორწინებულებმა საქორწილო ვალსი მებო ნუცუბიძის მიერ შესრულებულ სიმღერაზე იცეკვა.
ახალდაქორწინებულებმა საქორწილო ვალსი მებო ნუცუბიძის მიერ შესრულებულ სიმღერაზე იცეკვა.
