რა საერთო ჰქონდათ თინა მახარაძეს და ეროსი კიწმარიშვილს

მსახიობი თინა მახარაძე „facebook“-ის საკუთარ გვერდზე რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატის, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

„ხო.. ახლა ვნახე ეს ყველაფერი. ჩემებისგან ვიცი, რომ ჩემი დაბადება დედაჩემს სულ პირველმა ეროსიმ მიულოცა პალატაში. ესეთი ნიუანსები მნიშვნელოვანია ჩემთვის. მეტად საშიშ და გულისამრევ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ასე მგონია“, -წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი დღეს დილით სამართალდამცველებმა მის საცხოვრებელ სახლთან, ავტოფარეხში, საკუთარ ავტომანქანაში ნახეს. იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევა ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მერის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა „ქართული ოცნების“ კანდიდატთან დამარცხდა.