ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ნახეს, რომელიც სავარაუდოდ, იქვე მდებარე კორპუსიდან გამოვიდა და კორპუსის წინ დაეცა.
დაჭრილი მამაკაცი 37 წლისაა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა იგი უნიმედი სამცხეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. საავადმყოფოში ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, მამაკაცს შემავალი ჭრილობები არ აქვს.
ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, მამაკაცი იმ ადგილას არ დაუჭრიათ.
„საიდან გამოვიდა არ ვიცი, მაგრამ, დავინახე იმ ადგილას უცებ როგორ დაეცა. მე გავაჩერე პატრულიც“, – ამბობს იგი.
შემთხვევის ადგილას მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
http://sknews.ge/