კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს

კიევში, ე.წ. ქართველი კანონიერი ქურდი 1972 წელს დაბადებული რამაზ წიქორიძე დააკავეს. 
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული უკრაინის ტერიტორიაზე დანაშაულებრივ დაჯგუფებებს აკონტროლებდა, რომლებიც ბინებსა და ავტომანქანებს ძარცვავდნენ. 
ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიიდან წიქორიძის გამოძევების საკითხი განიხილება. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "ვესტი.უა" ავრცელებს.

დაკავებული რუსეთსა და საქართველოში არაერთხელ არის ნასამართლევი. უკრაინიდან კი არაერთხელ არის გაძევებული.