ვის აწყობდა ეროსი კიწმარიშვილის სიკვდილი? – ლალი მოროშკინა სკანდალურ განცხადებას აკეთებს!

პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა, „რეპორტიორთან" საუბრისას, ეროსი კიწმარიშვილის საქმეს ეხმაურება.

„ეროსი კიწმარიშვილი საკმაოდ ძლიერი ადამიანი იყო. თვითმკვლელობას გამოვრიცხავ.  მისი მკვლელობა ყველაზე მეტად იმ ადამიანებს აწყობდათ, ვინც მისი ამბის მერე  ყველაზე მეტად ყვიროდნენ!

როდესაც ეს ფაქტი გახმაურდა, საოცარი იყო „ნაციონალური მოძრაობის" რეპლიკები, როგორ წუხილს გამოხატავდნენ  ამ ფაქტის გამო. სწორედ მათი პედალირებული იყო თემა, როცა გამოძიებას არ დააცადეს დასრულება და შესაბამისად ჩნდება მოსაზრება, რომ სწორედ მათ არ აწყობდათ ეროსი კიწმარიშვილის არსებობა.


მე მაქვს ინფორმაცია, რომ ის წერდა წიგნს, სადაც იქნებოდა საუბარი, რა მოხდა 2008 წლის აგვისტოს  ომის დროს.  ეროსი კიწმარიშვილი, იმ დროს ელჩი იყო რუსეთში. შესაბამისად, მას, ძალიან ბევრი ინფორმაცია ჰქონდა. სწორედ, ეს ამბები უნდა გამოსულიყო სამსჯავროზე",- განაცხადა ლალი მოროშკინამ.


მოროშკინამ ის ფაქტორიც განმარტა, რის გამოც  ეშინია  „ნაციონალურ მოძრაობას" აგვისტოს ომის დეტალების გასაჯაროება .

„რომ გაცხადდეს, რა მოხდა რეალურად აგვისტოს ომში, მაშინ ბრალი დაუმძიმდება გიგი უგულავას, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა, ვინ გასცემდნენ ბრძანებებს: უგულავა, ბოკერია, გაბაშვილი, თარგამაძე...  დათო ბაქრაძე, რომელსაც ყველაზე მეტად არ აწყობს ამ ფაქტების გასაჯაროება. მე იმ დროსაც ვამბობდი - რატომ მოირგეს სამხედრო ფუნქციები  ადამიანებმა, რომლებიც ჩვეულებრივი ჩინოვიკები იყვნენ?

 ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებში აუცილებლად იქნებოდა საუბარი, როგორ ჩაიხოცა ქართული ბატალიონი, რომელმაც კომუნიკაცია დაკარგა და ერთმანეთს ესროდნენ. რატომ დაიკარგა დიდი ოდენობით იარაღი, რომლის გაქრობაშიც, არსებობს ინფორმაცია, რომ გიგი უგულავაა გარეული",-განმარტა  ლალი მოროშკინამ.

reportiori.ge