თამარ ჩერგოლეიშვილი - ჩემმა ქმარმა რა დააშავა? თავს შეურაცხყოფილად და იგნორირებულად ვგრძნობ


"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიგა ბოკერიას მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ ბრალის წაყენების ფაქტს სოციალური ქსელში ეხმაურება ეხმაურება.
"ტაშიიი... კოლექტიური ბრალი მიშას, გიგის, ვანოს, ზურას, დათო კეზერაშვილს. ჩემმა ქმარმა რა დააშავა? თავს იგნორირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობ," - წერს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში."


დღეს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს, დავით კეზერაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაუყენა.

საქმე ეხება 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა
დარბევას, ტელეკომპანია იმედში შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.