ორვაგინიან გოგონას პორნოში მონაწილეობა შესთავაზეს

ახალგაზრდა ბრიტანელი ჰეიზელ ჯონსი უნიკალური ფიზიოლოგიური აგებულებით გამოირჩევა  მას ორი ვაგინა აქვს. შესაბამისად, ორჯერ დაკარგა ქალიშვილობა და როგორც ამბობს, ამ ''უნიკალურობამ''ცუდის მეტი არაფერი მოუტანა. 

ჰეიზელს ყოველთვის საშინელი ტკივილებით ჰქონდა ქალისთვის დამახასიათებელი ყველა მოვლენა და 18 წლამდე არც კი იცოდა, რით იყო გამორჩეული. სწორედ ამ ასაკში მივიდა პირველად გინეკოლოგთან, როცა მეგობარმა ბიჭმა უთხრა, მანდ ყველაფერი წესრიგში არ გაქვსო. 


ჰეიზელის თქმით, სექსის დროსაც დისკომფორტი ჰქონდა, თუმცა დროთა განმავლობაში ამან გაუარა. თვითონ ამბობს, რომ მისი ორი ინტიმური ''ღრუ'', ინ-იანის სიმბოლოებს ჰგავს და სხეულის მდებარეობის მიხედვით სხვადასხვანაირად გამოიყურება.

საშვილოსნოს შიდა განვითარების ანომალია, რომელიც ჰეიზელს აქვს, უტეროს დიდელფუსის სახელით არის ცნობილი და მილიონში ერთ ქალს ემართება. 

როგორც კი ჰეიზელის ამბავი ცნობილი გახდა, ის მაშინვე პოპულარული გახდა, ურეკავდნენ ჟურნალისტები, ფოტოგრაფები. ეგ კი არა, პორნოგრაფიული ფილმების ცნობილმა პროდიუსერმაც კი დაურეკა და პორნოში მონაწილეობა შესთავაზა. თუმცა ჯერ არ აპირებს ამაზე დათანხმებას.