ექსკლუზივი - რას აბრალებს მარიამ როინიშვილი ოჯახის დანგრევას?

მარიამ როინიშვილი და გიორგი მახარაძე რომ გაიყარნენ, ელენე ორი წლის იყო. მომღერალი მიიჩნევს, რომ ოჯახის შექმნის ნაბიჯი ნადრევად გადადგა, არც დედობისთვის იყო მზად. ის "|პრაიმტაიმს" ინტერვიუს აძლევს, გთავაზობთ ამონარიდს. 

მარიამ როინიშვილი: დედობას მოუმზადებელი შევხვდი. 20 წლის ვიყავი. ელენემ ამ ასაკში რომ გააჩინოს შვილი, არ მომინდება. საკუთარ თავთან ბევრი პრობლემა მქონდა. ვერ ვუძლებდი ელენეს ჭირვეულობას. რომ ტიროდა, მეც ვტიროდი. ღამე არ იძინებდა. იმ დღეს მე და თამრიკო ვიხსენებდით, როგორ გაგვაძაღლა ორი წელიო. თვალი არ მოუხუჭავს და მეც მასთან ერთად. ვითრგუნებოდი. ვერ ვიტყვი, რომ არანორმალური დედა ვარ, ჩვეულებრივი დედა ვარ.

- ოჯახის შექმნაც ნადრევი იყო შენთვის?


- ოჯახის შექმნა შეიძლება ადრეც იყო. ორივენი პატარები ვიყავით. თუმცა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში მოხდა. არაჩვეულებრივი პერიოდი გავიარეთ. დღეს ელენე გვყავს.

- რა ემტერება სიყვარულს? რა ებრძვის, როგორ ფიქრობ?

- ალბათ, გარემო პირობები. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ყველაფერი მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ხდება. თუ დასანგრევია, უნდა დაინგრეს.

- და როცა გრძნობაა? ეს გარემო პირობები ასე ერევა?

- სამწუხაროდ, ეს არ ვიცი. თუ ვინმე ამიხსნის, ბედნიერი ვიქნები. გარემო, ასაკი - ყველაფერი ერთად.

- ბზარი რომ ჩნდება, მერე ადვილად ტყდება. ბზარის გაჩენისთანავე მიიღე ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილება?

- არა მგონია, ბზარის გაჩენისთანავე ვინმე იღებდეს ოჯახის დანგრევის გადაწყვეტილებას. დრომ მოიტანა, რომ ეს ნაბიჯი გადამედგა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ელენე ორი წლის იყო.



http://primetimenews.ge/