ბადურაშვილის ბებიის მიმართვა სააკაშვილის ბებიას- „მზია, მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს ჩემი ხელით ჩავქოლავდი“



მომღერალ ნინი ბადურაშვილის ბებია, ლალი ბადურაშვილი, ყოფილი პრეზიდენტის ბებიას, შვილიშვილის გამო უპირისპირდება და „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ასე მიმართავს: 
 „რა ვქნა მზია, მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა.

ერთხელ მაინც წაგეკითხა „გამზრდელი“, გეცოდინებოდა როგორ უნდა მოქცეულიყავი.

სააკაშვილის ბებია ისეთი არაჩვეულებრივი, კომუნიკაბელური და უბრალოა, მერიდება, მაგრამ უნდა ვუთხრა: სააკაშვილი მარტო მის შვილიშვილად რომ დარჩენილიყო მისი პრობლემა იქნებოდა, მაგრამ ახლა მთელი საქართველოს პრობლემაა“- აცხადებს ლალი ბადურაშვილი „ასავალ დასავალთან“ საუბარში

წყარო „ასავალ დასავალი“