შორენა ბეგაშვილმა ფეხი მოიტეხა

მსახიობ და ტელეწამყვან შორენა ბეგაშვილს ბოლო დროს ძალიან ბევრი გადაღება აქვს. „მარაო რუსთავი 2“-ის ეთერში მისი გადაცემა „ჭირვეულის მორჯულება“ უკვე ძალიან რეიტინგულია. შორენას ყოველ კვირა სხვადასხვა მამაკაცის ცოლობა უწევს და რასაკვირველია, ყველას აინტერესებს, როგორ გაართმევს თავს ქართველი სექსიმბოლო განსხვავებული მამაკაცების ცოლობას.



რამდენიმე დღის წინ შორენა ერთ-ერთი გადაღების ფოტოებს აქვეყნებდა, სადაც ის ცხენზე იყო ამხედრებული.
ყველა მოუთმენლად ელოდა, ამჯერად რას შემოგვთავაზებდა შორენა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ შორენა ცხენიდან ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. შორენას გამო ბევრი შეწუხდა. ზოგი წერდა, იმდენი დაბოღმილი თვალი უყურებს, რა გასაკვირია, რომ ფეხი მოიტეხაო. ბევრიც მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.

იმედია, შორენა მართლაც მალე გამოჯანმრთელდება და მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.


სალომე დადიანი  http://www.reitingi.ge/