გიორგი ნაზღაიძე რეზო ამაშუკელს: მიმიფურთხებია თქვენთვის და რობერტ სტურუასთვის

["პრესა.ჯი"]
ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე ნანი ბრეგვაძესთან დაკავშირებით პოეტ რეზო ამაშუკელის განცხადებას "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პასუხობს.

"ჩვენ არ გვეკითხებით, ბატონო რევაზ, ვისთვის მიგვიფურთხებია??? მე პირადად თქვენთვის და რობერტ სტურუასთვის მიმიფურთხებია, მართლაც რომ ჩასარეცხები ხართ ორივე, თან ისე, რომ ვერ ამოტივტივდეთ.



პ.ს. ნანი თუ ღნავის და ნანის თუ არაფერი გაუკეთებია, ვახ არ ყოფილა ტყუილი - კაცი ბერდება და . . .!!!", - წერს ნაზღაიძე.

პოეტი რევაზ ამაშუკელი ინტელიგენციას უპირისპირდება და აცხადებს, რომ რობერტ სტურუას გარდა, ხმას არავინ არ იღებს. ასახელებს.
"გეკითხებით, ეს ქვეყანაა?! და ნანი ბრეგვაძე, რომ გამომიხტა? ვის რაღად უნდა მაგის სიმღერა, რომ წავიდა და კოვზირიძესთან დაჯდა "ტაბულაზე"? გამომივიდა აქ სახალხო არტისტკა! მიმიფურთხებია მაგათთვის, ყველა მომღერლი შემძულდა უკვე. ღნავიან რაღაცას და ფეხზე ჰკიდიათ სამშობლო...", - განაცხადა რევაზ ამაშუკელმა გაზეთ "ალიასთან" ინტერვიუში.