გივი სიხარულიძე: თუ მართლა ისეა საქმე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, აუცილებლად უნდა გადამდგარიყო მინისტრი

მსახიობი გივი სიხარულიძე „რეპორტიორთან" საუბარში, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ქმედებას შემდეგნაირად აფასებს:

„თუ მართლა ისეა საქმე, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, როცა ამდენი გენერალი დაიჭირეს და თუ საქმე კორუფციასთან იყო, ამ შემთხვევაში მინისტრი აუცილებლად უნდა გადამდგარიყო.


თუ ის რაც ღარიბაშვილმა განაცხადა  სიმართლეს არ შეესაბამება, მაშინ თავდაცვის მინისტრის გადაყენება არასწორი ნაბიჯია", - აღნიშნა გივი სიხარულიძემ.

http://www.reportiori.ge/