სამი წლის გოგონა ბავშვების ტუალეტში ვეფხვის ფორმაში ჩაცმული კაცისა და შიშველი ქალის სექსს შეესწრო

დიდი ბრიტანეთის სამხრეთ-დასავლეთ საგრაფოში, დევონში მდებარე ერთერთ საბავშვო გასართობ ცენტრში სამი წლის გოგონას ფსიქორეაბილიტაციის კურსი დასჭირდა მას შემდეგ, რაც საბავშვო ტუალეტში შესული, უცნაური წყვილის სექსის თვითმხილველი გახდა. 


გოგონა, რომელიც დედამ ტუალეტის კარამდე მიაცილა, კაბინაში შესვლას აპირებდა, ხოლო როცა კარი შეაღო, მან დაინახა ვეფხვის კოსტუმში გადაცმული არსება და შიშველი ქალი, რომლებიც სექსით იყვნენ დაკავებული. უცნაურ წყვილს, როგორც ჩანს, კარების ჩაკეტვა დაავიწყდა, ხოლო როცა გოგონამ ის შეაღო, ვეფხვის კოსტუმში გადაცმულმა მამაკაცმა მიაჯახუნა და ბავშვს თითები შიგ მოჰყვა.

გოგონას ტირილზე ტუალეტში ბავშვის დედა შეიჭრა, ხოლო წყვილმა კაბინა სწრაფად დატოვა - მამაკაციც და ქალიც, რომელიც გზადაგზა იცვამდა ტანსაცმელს, გაუჩინარდნენ.

მომხდარის შესახებ 3 წლის გოგონას ბებიამ "ფეისბუქზე" დაწერა, რის შემდეგაც მას პოლიცია დაუკავშირდა. უცნაური სექსის მოყვარულები რამდენიმე საათში დაადგინეს. საბავშვო გასართობი ცენტრის ადმინისტრაციამ მათ სასტიკი საყვედური და უკანასკნელი გაფრთხილება გამოუცხადა. 

vefxi-sex.JPG
http://www.fmabkhazia.com/