ექსკლუზიური კადრები: როგორ ამზადებდნენ სააკაშვილს პირდაპირი ჩართვისთვის (ვიდეო)





რა ხდებოდა უკრაინაში მაშინ, როცა თბილისში, რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობდა? - ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "იმედის კვირამ" საზოგადოებას უჩვენა კადრები, რომლებიც, ინგა გრიგოლიას განმარტებით, ექსკლუზიურად, კულუარული გზებით მოპოვებული მასალაა. კადრებში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამზადისი პირდაპირი ჩართვისთვის.