”რაღაც საეჭვოდ გაჩუმდით” - შელაპარაკება სოზარ სუბარსა და ზაალ უდუმაშვილს შორის პირდაპირ ეთერში

ჟურნალისტები გავლენას ახდენთ პოლიტიკაზე, მონაწილეობთ პოლიტიკაში და იმუქრებით, რომ მოაწყობთ ჯოჯოხეთს და ცდილობთ ამის გაკეთებას, - უთხრა ლეტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, ზალიკო უდუმაშვილს. მინისტრმა წამყვანს ტელეკომპანიის გენ. დირექტორის ნიკა გვარამიას გამოსვლა შეახსენა. სუბარმა ტელეკომპანიას პოლიტიკური მოთამაშე უწოდა.