ირინა სარიშვილი ირაკლი ალასანიას: ის კი გავიგე, რომ ქოცი არ ხარ, მაგრამ ასეთი განცხადებების მერე ვინ გამოდიხარ?

„ის კი გავიგე, რომ ქოცი არ ხარ, მაგრამ ასეთი განცხადებების მერე ვინ გამოდიხარ?", - ამ კითხვისთ მიმართავს პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიას. აღნიშნულზე სარიშვილი საკუთარ „facebook"  გვერდზე წერს.


„რამდენიმე დღეა, აქ ტრიალებს ირაკლი ალასანიას განცხადება, სადაც ის მთავრობას ემუქრება, თუ შეთანხმებას არ შეასრულებთ, ყველაფერს ვიტყვიო!

აი, რასაც ვერ ვიტან რა! ვერც საქმეში და ვერც პირად ცხოვრებაში! აი ეს ფრაზები: "ყველაფერი არ მათქმევინო", "ეხლა პირი არ დამაღებინო", "მე ჯერ ყველაფერს არ ვამბობ", "წესიერად თორე გავაღე პირი" და ა. შ. ამას იურიდიულ ენაზე ალბათ შანტაჟი ქვია, ქართულ ხალხურად კი ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ბოზურია (ბოდიში სლენგისთვის)!


ხოდა, იკაკო! საყვარელო! ის კი გავიგე, რომ ქოცი არ ხარ, მაგრამ ასეთი განცხადებების მერე ვინ გამოდიხარ?", - წერს ირინა სარიშვილი.


(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)  http://reportiori.ge/