მაია ფანჯიკიძე საგანგებო განცხადებას გააკეთებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში 12:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
წინასწარი ინფორმაციით, განცხადება მისი თანამდებობაზე დარჩენა-არდარჩენის  საკითხს შეეხება.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა  კახა კალაძემ გუშინ არ გამორიცხა, რომ  ალექსი პეტრიაშვილის მსგავსად, მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძემ და თეა წულუკიანმაც დატოვონ.