გაგიკვირდებათ, მაგრამ კაცების 43% „გასაპარსი ბიკინი“ მოსწონს

ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქალები დარწმუნებულები იყვნენ, რომ არაფერი ჯობია ბრაზილიურ ბიკინის და რომ ის პარტნიორ მამაკაცზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მაგრამ, როგორც ჩანს, მოვიდა დრო, ხელი ავიღოთ ტრიმერის/ცვილის/კრემ-დეპილატორებისგან, თუმცა, მთლად არა... რაღაც ამ "მაშველი" ნაკრებიდან ყოველი შემთხვევისთვის მაინც დავიტოვოთ.



გამოკითხულ მამაკაცთა თითქმის 43%-მა აღიარა, რომ უპირატესობას ანიჭებს მაქსიმალურ ბუნებრიობას. სწორედ ამ "ბუნებრიობაში" უმეტესობა კლასიკურ მოდელ ა-ლა "ბერმუდის სამკუთხედს" გულისხმობს. რესპონდენტების 17%-მა განაცხადა, რომ გიჟდება ბრაზილიურ ეპილაციაზე. საოცარია, მაგრამ ამ საკითხში მთელი 15% რომანტიკოსი აღმოჩნდა და სურს, რომ იქ მას გული დახვდეს "ამოტვიფრული"! და მხოლოდ 12%-ს სურს, რომ ყველაფერი ნოლზე იყოს აღებული.