"სარკევ, სარკევ, მითხარი, ვის აქვს ჩემზე მაღალი რეიტინგი" - პრემიერ-მინისტრი ბოროტი დედოფლის როლში

2014 წლის აგვისტოში პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში, NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობდა და მას 60 პროცენტი ჰქონდა. კვლევების მიხედვით, მეორე ადგილზე იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი - 54%-ით. პოლიტიკოსთა რეიტინგი გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა.
პრემიერ-მინისტრის მიერ თავდაცვის მინისტრის გადაყენებას სოციალურ ქსლებში აქტიურად განიხილავენ. ვრცელდება სახალისო ფოტოშარჟი, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი "ფიფქია და 7 ჯუჯას" ბოროტი დედოფლის როლშია გამოყვანილი, რომელსაც მასზე რეიტინგული ირაკლი ალასანიას შური მოსვენებას არ აძლევს.

შეგახსენებთ, 2013 წლის სექტემბერში NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმადაც მინისტრების

საქმიანობის შეფასების რეიტინგში თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია ლიდერობდა. მეორე ადგილზე იყო მაშინდელი შს მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი. ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებისასაც რეიტინგში პირველ ადგილზეა საქართველოს ჯარი, მეორეზე კი პოლიცია იყო.