რას წერდა ლელა კაკულია ალასანიას შესახებ და ახდა თუ არა?

გაზეთი "ქრონიკა +" ლელა კაკულიასთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც წინასწარმეტყველად ცნობილი ქალბატონი პოლიტიკურ პროგნოზებს აკეთებს. ამავე ინტერვიუში კაკულია გიორგი მარგველაშვილისა და ირაკლი ალასანიას მომავალზეც საუბრობს. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს:

- პოლიტიკოსები დადიან თქვენთან რჩევებისთვის?

- სადაც ახლა თქვენ ზიხართ, მანდ იჯდა (ისტორიულ სავარძელში ზიხართ). - წადით პოლიტიკიდან-მეთქი, - ვუთხარი ჟვანიას, - რას მეუბნებიო?! კიდევ გავუმეორე, - წადით პოლიტიკიდან-მეთქი! – როგორო? - როგორ და ისე, წადით, თორემ ვეღარ გხედავ-მეთქი. ადგა და გავარდა. შეშფოთდა, შეეშინდა, მაგრამ... აი, მეორე სურათი (ირაკლი ალასანიას სურათს მაჩვენებს), ამის მოსვლის ვარიანტი არ არის.

- ანუ თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაასრულებს კარიერას?
- კი, ასე იქნება, ისეთი ცვლილებები მოხდება, ამათი ადგილი არ რჩება.

- ეს მას უთხარით?
- კი, პირადად ვუთხარი ალასანიას, მან ეს იცის, ველაპარაკე. როცა სკამზე დასხდებიან, მერე ფიქრობენ, მე ვარ და ჩემი ნაბადიო და ვინ ხარ? არავინ არ ხარ, ერთი პატარა ადამიანი ხარ, ყველაფერი კოსმოსიდან იმართება, ვის დაკარგვიხარ?!

იხილეთ ინტერვიუ ვრცლად