”ბაბულიკ, მაგრად ტეხავს შენი საქციელი! მაგრად!”- ნანუკა ჟორჟოლიანი კოტე თოლორდავას იხსენებს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

”უარს არასოდეს ამბობდა. უტყდებოდა არას თქმა:) მაგრამ სულ ბუზღუნებდა. ახლახანს არ ვიყავი, ხალხს მობეზრდა ჩემი ყურებაო. თუ ეტყოდი, რომ ინტერვიუ განოზე იყო ეგრევე დაითანხმებდი! არ ბეზრდებოდა ტიპს საჯაროდ მისთვის სიყვარულის ახსნა!
ფიქრობდა, რომ განოს მადლიერი უნდა ყოფილიყო მთელი ცხოვრება! გამორჩეულად თავმდაბალი იყო. მთავარი ბაბულიკობის ფონზე განსაკუთრებით.

ბაბულიკ, მაგრად ტეხავს შენი საქციელი! მაგრად!”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი