ივანიშვილი "გაოცებულია", რომ მისი თანაგუნდელებიდან ირაკლი ალასანიას განცხადებას არავინ გამოეხმაურა

ბიძინა ივანიშვილი "გაოცებულია" იმით, რომ მისი თანაგუნდელებიდან არავინ გამოეხმაურა ირაკლი ალასანიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარი პრობლემაა.

"რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მთავარი პრობლემა, ამაში მათ ირაკლი ალასანია დაეთანხმა და სხვათა შორის, ამას არც ერთი ჩემი თანაგუნდელი არ გამოეხმაურა. ალასანიამ გაიმეორა იგივე, რასაც გიგა ბოკერია და მთელი "ნაციონალური მოძრაობა" საუბრობს მუდამ, რომ ივანიშვილია ქვეყნის მთავარი პრობლემა და გუნდის არც ერთი წევრი არ გამოსულა და არ უთქვამს, ამას ეთანხმებიან თუ არა, რამაც სხვათა შორის, გამაოცა", - განაცხადა ექსპრემიერ მინისტრმა გადაცემა "კვირის 20/30"-ში.
გადაცემაში მიწვეულ სტუმრებთან ერთად საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოპოზიციის საქმიანობის შეფასებაა.