აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - ქალაქს დედა უტირეს

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციის განყოფილებასთან ფერადკანიანი მამაკაცის დაღუპვას აპროტესტებდნენ, რაც არეულობაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა დაწვეს შენობები, მანქანები, დაშავდა 15-მდე ადამიანი.


საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო რამდენიმე სკოლამ სასწავლო პროცესი შეაჩერა.

სამართალდამცავებმა 30-მდე დემონსტრანტი დააკავა.

შეგახსენებთ, ფერადკანიანი ფრედი გრეი პოლიციამ 12 აპრილს დააკავა. მას ზურგის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ კი გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახის წევრები ბრალს პოლიციას სდებენ და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.