გლდანში აფეთქებული ბინა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ეკუთვნოდა

გლდანში აფეთქებული ბინა ჟურნალისტ მერაბ მეტრეველს ეკუთვნოდა, ამის შესახბ ინფორმაციას თავად მერაბ მეტრეველი ავრცელებს:
”აღდგომა დღეს დილის ცხრის ნახევარზე რომ დაგირეკავენ, შენი სახლი აფეთქდაო... ბინა დაგირავებული მქონდა. მოგირავნემ შეარემონტა და გააქირავა. ვინც ბინაში ცხოვრობდა, მძიმედაა.
ქვედა სართულზე კი 65 წლის ქალი დაიღუპა. სინკარი დაეცა. ბინას აღარც იატაკი აქვს, აღარც ჭერი და ერთი კედელიც აღარ არსებობს. სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა.”-წერს მერაბ მეტრეველი.