ლადო სადღობელაშვილი: „რეაქციაში“ სამი დაუსჯელი ზონდერი იმყოფებოდა- დააკავეთ! სასწრაფოდ დააკავეთ!

ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის" ლიდერი, ლადო  სადღობელაშვილი ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში"  მოწვეული სტუმრების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ დღეს პირდაპირ ეთერში, ტელევიზიით იხილა ორი ზონდერი, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს საზოგადოებას უსწორდებოდნენ. სადღობელაშვილი პროკურატურას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ამგვარი რამ, როდესაც დამნაშავეები ტელევიზიებით გამოდიან და დაუსჯელები დადიან, დაუშვებელია.



„რეაქციაში"  ზონდერ ცანავას გვერდით უზის კიდევ ორი ზონდერი - ზვიად კუპრავა და მეორეს გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს!
მოკლე ფაქტია რომ ეხლა ამ წუთში „რეაქციაში" სამი დაუსჯელი ზონდერია - სამართალდამცველებს მოვუწოდებ - დააკავეთ!!! სასწრაფოდ დააკავეთ.
P.S. მათი ადვოკატი გახლავთ ასევე დაუსჯელი ზონდერი ონიანი!!!"- განაცხადა სადღობელაშვილმა.


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)