ცელულიტის მოშორება 100%-ით - გარანტირებული შედეგი 1 კვირაში!



ზაფხული, როგორც ყოველთვის, მოულოდნელად მოგვეპარა და ზღვის სეზონის მოახლოვებასთან ერთად, ქალების უმრავლესობას ცელულიტის მოშორების პრობლემაც გაუჩნდათ. გთავაზობთ ცელულიტის მოშორების ორ ეფექტურ მეთოდს.

1. მდოგვის და თაფლის სახვევი


2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი შაქარი, ½ ჩაის კოვზი ძმარი, ½ ჩაის კოვზი მარილი აურიეთ ერთგვაროვან კონსისტენციამდე. მიღებული მასა თანაბარი რაოდენობით 1:1 შეურიეთ თაფლს. დაიდეთ პრობლემურ ზონებზე, შემოიხვიეთ ცელოფანი და შეფუთულ მდგომარეობაში გაიჩერეთ 1-2 საათი და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

2. თიხის სახვევი - უდავო ფავორიტია!

რეცეპტი მარტივია: გახსენით 40-50 გ თიხა ცხელ წყალში (არა მდუღარეში). მიღებული მასა უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის. სურვილისამებრ, თიხაში შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ციტრუსოვანი ეთერზეთი ან 1-2 ჩაის კოვზი დარიჩინი. შემდეგ დაიდეთ პრობლემურ ზონებზე ზემოაღწერილი სქემით.