„ჟიურის მოუტყუებია და თან ისე უნიჭოდ, რომ ვერ დაიმალა“
საქართველოდან მიცემული ქულები გაუქმებული და დისკვალიფიცირებულია - ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გაზეთი აქვეყნებს. ამ ამბავს შვედეთში მცხოვრები ქართველი ნინო ბიწაძე ოლოფსონი სოციალური ქსელის საშუალებით უზიარებს მკითხველს.
ნინო ბიწაძე, ოლოფსონი: „პირველად გამიხარდა ქვეყნის დისკვალიფიკაცია. შვედური გაზეთი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ევროვიზიის ფინალში საქართველოდან მიცემული ქულები გაუქმებული და დისკვალიფიცირებულია. ჟიურის მოუტყუებია და თან ისე უნიჭოდ, რომ ვერ დაიმალა. ვინაა საერთოდ ისხალხი, ვინც ევროვიზიის ჟიურში იჯდა? ეს თუ მოიტყუეს, მობილური სმს ბით გადაცემული შედეგიც ეჭვს ბადებს, ძალიან დიდი ეჭვს ბადებს, რომ საქართველოდან ასეთი მაღალი ქულები წასულიყო იმ სამარცხვინო ნომერზე. მე პირადად, მაინტერესებს ვიღაცამ დაწეროს, გამოიკვლიოს თუ რა ხდება ამ ევროვიზიაზე, ან ვინ წყვეტს გასაგზავნი შემსრულებლების ვინაობას და ხმების მიცემის პროცესი როგორ ხდება“.