ტანზანიაში მართლაც დაუჯერებელი ამბავი მოხდა. მიკუმის ეროვნულ პარკში იპოვეს ხაფანგში მოხვედრილი ლომი, რომელსაც სამი წელი კვებავდნენ თანამოძმეები, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო.
ველურმა მხეცებმა ისეთი გულისხმიერება და თანაგრძნობა გამოიჩინეს, ადამიანებსაც რომ შეშურდებათ. ''მათ ის არ მოუკლავთ, როგორც აკეთებენ ხოლმე, როცა სუსტი მამრი გამოერევათ. პირიქით, დაჭრილს მხარში ამოუდგნენ და ნადირობის შემდეგ მისთვისაც მოჰქონდათ საკვები'', - ჰყვება ეროვნული პარკის თანამშრომელი.
ერთობლივი ძალებით რეინჯერებმა და ტურისტებმა მომაკვდავი ლომი იპოვეს და სასწრაფოდ გამოიძახეს ვეტერინარებიც, რომლებიც მის ჭრილობაზე იზრუნებენ.