ექიმი გოგი ფესვიანიძე: დაუყოვნებლივ შეწყდეს სწავლის პროცესი ყველა სასწავლო დაწესებულებაში



მთაწმინდის საარჩევნო  ოლქში „სახალხო პარტიის“ მიერ წარდგენილი უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ექიმი გოგი ფესვიანიძე, მიმართავს ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს -დაუყოვნებლივ შეწყდეს სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. ფესვიანიძის განცხადებით, აღნიშნული სამინისტროები ვირუსულ მენინგიტთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, თითქოს „დაავადების მატების გრაფიკი წინა წლების ანალოგიურად მიდის“. ფესვიანიძის თქმით,  არსებული რეალობა სულ სხვას გვეუბნება.



,,იმდენად, რამდენადაც, ჯერ კიდევ დაუდგენელია ვირუსის ტიპი და სახელწოდება _ "ენტეროვირუსული მენინგიტი" – მხოლოდ მისი გავრცელების გზას გამოხატავს. კატეგორიულად მოვითხოვ: ორივე სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ან განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ცალმხრივად,  დაუყოვნებლივ შეწყდეს სწავლის პროცესი ყველა სასწავლო დაწესებულებაში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში! ჩემს მოთხოვნას ამყარებს კიდევ ერთი ფაქტი _  ტელევიზიით გავრცელდა  ინფორმაცია, რომ დაავადებული კონტიგენტის მკურნალობა მხოლოდ 0-დან 3 წლამდე იქნება უფასო (ეპიდემიის დროს?! )!” _  აცხადებს გოგი ფესვიანიძე.