ცნობილი სახეები, რომლებიც ანორექსიის შედეგად გარდაიცვალნენ



1. 25 წლის ბრიტანელი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და მოდელი პიჩეს გელდოფი 7 აპრილს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტების თქმით, სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი ანორექსიაა. ტელეწამყვანის მეგობრები ადასტურებენ, რომ ბოლო დროს პიჩესი სხვადასხვანაირ დიეტას მიმართავდა.
2.დიზაინერ ჯონ გალიანოს ფავორიტი ბრაზილიელი მოდელი ანა კაროლინა რესტონი, რომელიც მხოლოდ ვაშლით და პამიდორით იკვებებოდა, 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ბოლო სამსახური “Giorgio Armani”-ის რეკლამაში გადაღება იყო. ბრენდმა ის მასთან მიიწვია იმის მიუხედავად, რომ მისი წონა 40 კილოზე ნაკლები იყო და სიმაღლე კი – 174 სმ.

1554456_10202897310306721_1414933346450700832_n3. პოპულარულ ისრაელელ მოდელს ჰილა ელმალიახს ანორექსია 21 წლის ასაკში გაუჩნდა და 13 წლის განმავლობაში ჰქონდა. 34 წლის ასაკში დაბადების დღეზე გარდაიცვალა. იგი 21 კილოს იწონიდა.

10247484_10202897310746732_6886266722221291524_n4. გასაკვირი არ არის, რომ ანორექსიის მსხვერპლი მოდელები ხდებიან. სწორედ ანორექსიის მსხვერპლნი გახდნენ დები: ლუისელი და ელიანა რამოსი. უფროსმა დამ ელინამ გონება მოდის კვირეულზე გამოსვლის დროს დაკარგა და გარდაიცვალა, ხოლო უმცროსი და მომხდარიდან ნახევარი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

10003474_10202897311186743_1434665685696790258_n5.ფრანგმა მოდელმა იზაბელ კარომ, რომელიც ამ დაავადებით 13 წლიდან იტანჯებოდა, მოდელად მუშაობა ოლივერო ტოსკანის ფოტოსესიით დაიწყო. იგი მონაწილეობდა ფოტოსესიაში: “არა ანორექსიას”, სადაც ის მხოლოდ 28 კილოს იწონიდა. ეს რეკლამა კი გამხდარი მოდელების საწინააღმდეგოდ გაკეთდა.